გაკვეთილის გეგმა

სასწავლო გეგმის ნიმუში
(პუნქტების მოკლე აღწერა)

გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა
სწავლების საფეხური/ დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
I  საფეხური  V I კლასი; ინტეგრირებული გაკვეტილი ქართულ ენას და ისტ-ში (ქართული ენა და ლიტერატურა: მზია მიქავა; ისტ: მანანა ბერიძე)
მოსწავლეთა რაოდენობა
30 (განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან)
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას და მოღვაწეობას
 ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართული:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.


ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.



ისტ:
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
 თანმიმდევრობა
აქტივობა 1. მისალმება-1წთ.
აქტივობა 2. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება-მიზნის, თემისა და შეფასების გაცნობა-1წთ.

მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა-(საფეხური A)
აქტივობა 3. მოსწავლეებს ვაჩვენებ ვაჟა-ფშაველას პორტრეტს და ვსვამ კითხვას: ვინ არის ამ სურათზე და რა იციან მის შესახებ?-5წთ.
აქტივობა 4. „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე
დავალება 1:
მოსწავლეები ინდივიდუალურად ტექსტური რედაქტორის გამოყენებით აკეთებენ ცხრილსვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლედა შეავსებენ 1 და მე-2 სვეტს. 5წთ.
ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება-(საფეხური B)
აქტივობა 5. პრეზენტაცია  პროექტორით მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას:
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ვესაუბრები მოსწავლეებს ვაჟას ცხოვრების და მოღვაწეობის მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე. პრეზენტაციის შემდეგ გავმართავთ დისკუსიას მოცემული თემის ირგვლივ- 8-10 წთ.
გამთლიანება/რეფლექსია (საფეხური C)
დავალება 2:
თითოეული მოსწავლის კომპიუტერში წინასწარ არის ჩაწერილი ფაილი (დავალების ნიმუში)- 10 წუთი
მოსწავლეები შეავსებენ ცხრილის - „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლემესამე სვეტს.
მოსწავლეების შეფასება - 5 წთ.
საშინაო დავალება:
მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია (სხვადასხვა საშუალებებით, ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით) ვაჟა-ფშაველას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
ბავშვებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ სურათებს, მოსწავლეები ინდივიდუალურად აირჩევენ ერთ-ერთს და  იმის მიხედვით დაწერენ თავისუფალ თემას, შეძლებისდაგვარად დაუკავშირებენ ვაჟას შემოქმედებას. -5წთ
 შეფასება
გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემას
შეფასდება:
გაკვეთილზე ჩართულობა;
ჯგუფში თანამშრომლობა
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
VI კლასის სახელმძღვანელო, დაფა, , 6 კომპიუტერი, პროექტორი. პრეზენტაცია - „ვაჟა ფშაველას მოღვაწეობა“, ცხრილის ნიმუში - „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.
ელექტრონული რესურსები:
www.wikipedia.org   www.lib.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий